Saturday, April 6, 2013


პროექტი
პროექტის სახელწოდება–საგმირო პოეზიის ნიმუშები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.
პროექტის მთავარი იდეა–ხალხური ლექსების შესწავლა.
პროექტის მიზანი–მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ საგმირო პოეზიის ნიმუშები
ქართული ზეპირსიტყვიერებიდან,პარალელი გაავლონ  ამავე თემატიკაზე შესწავლილ
ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და დღევანდელობასთან.
მოსწავლეთა ასაკი –  14–15 წელი.
ვადები – 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები–დამოუკიდებელი მოკვლევა–მოძიების უნარის განვითარება;
საკუთარი მოვალეობების გააზრება;ნაწარმოებებში ასახული მოვლენებისა და ფაქტების დღევანდელობასთან შედარების უნარი;სათანადო დასკვნების გამოტანის უნარი.
პროექტის მსვლელობა–მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად: 1 ჯგუფს მიეცემა დავალებად ქართული ზეპირსიტყვიერებიდან საგმირო ხასიათის ლექსების მოძიება
2ჯგუფი–შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან შესაბამისი თემატიკის დამუშავება.
3 ჯგუფი–თანამედროვეობასთან პარალელის გავლება.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები–წიგნები,კომპიუტერი,პროექტორი, სხვადასხვა ფორმატის ფურცლები,კალმები,ფლომასტერები.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი– ქართული,ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი–ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ბიჩინაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა–bichina64@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი